სასწავლო-მეთოდური ცენტრი "კავკასია 1"

სასწავლო მეთოდური ცენტრი "კავკასია 1"

შპს საერთაშორისო საინფორმაციო საკონსულტაციო მოსამზადებელი სასწავლო მეთოდური ცენტრი "კავკასია 1" ახორციელებს მოსწავლეების, აბიტურიენტების და სტუდენტების მომზადებას მათთვის სასურველ სასწავლო დისციპლინებში.

კონსულტაციას უწევს აბიტურიენტებს საგანმანათლებლო საკითხებში, ახორციელებს მათ ჩარიცხვას საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, რომელთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულებები.