Warning: Use of undefined constant REQUEST_URI - assumed 'REQUEST_URI' (this will throw an Error in a future version of PHP) in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 73

Warning: tempnam(): open_basedir restriction in effect. File(/tmp) is not within the allowed path(s): (/home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html:/home/infobook/tmp) in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 91

Warning: fopen(): Filename cannot be empty in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 92

Warning: fwrite() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 93
წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები საქართველოს ეროვნულ არქივში – kavkasia1.ge
აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები საქართველოს ეროვნულ არქივში

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის  სტუდენტებმა, საქრთველოს ეროვნული არქივი დაათვალიერეს. იმყოფებოდნენ საისტორიო ცენტრალური არქივის საცავში, სადაც გაეცნენ  ძველ საბუთთა განყოფილების დოკუმენტებს – სიგელ-გურჯებს, შეწირულობის წიგნებს, ლიტურგიკულ ხელნაწერებს და სხვ. აღნიშნულ არქივში დოკუმენტები ინახება მე-9 საუკუნიდან 1921  წლამდე. მათ ასევე მოინახულეს უახლესი ისტორიის დოკუმენტების არქივიც, სადაც ჩვენი თანამედროვე ისტორიის ამსახველი დოკუმენტაციაა დაცული.

იმყოფებოდნენ კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივშიც. გაეცნენ ფოტოებს, რომელზეც ასახულია ძველი თბილისის ხედები და ქართული ტიპაჟები (ფოტოგრაფები: ალექსანდრე როინიშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, ნ. საღარაძე, კ. ზანისი და სხვ). მოისმინეს ქართველი პოეტების ფონოჩანაწერები.

არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში დაესწრნენ ძველი დოკუმენტების რესტავრაციისა და კონსერვაციის პროცესს. მიიღეს ინფორმაცია მკვლევართა დარბაზების მუშაობის შესახებ.

ექსკურსიის დასასრულს, ეროვნული არქივის გალერეაში დაათვალიერეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.