Warning: Use of undefined constant REQUEST_URI - assumed 'REQUEST_URI' (this will throw an Error in a future version of PHP) in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 73

Warning: tempnam(): open_basedir restriction in effect. File(/tmp) is not within the allowed path(s): (/home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html:/home/infobook/tmp) in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 91

Warning: fopen(): Filename cannot be empty in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 92

Warning: fwrite() expects parameter 1 to be resource, boolean given in /home/infobook/web/kavkasia1.ge/public_html/wp-content/themes/MyEducation/functions.php on line 93
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის სემინარები ტარდება – kavkasia1.ge
აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის სემინარები ტარდება

2017 წლის 1 აგვისტოს ჩატარდა სემინარები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აგრძელებს სემინარების ციკლს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის. აღნიშნულ სემინარს ესწრებოდა წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარინე გვრიტიშვილი.
ამჯერად სემინარი საქართველოს საავიაციო უნივერისტეტში გაიმართა და მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენციის ამაღლებას მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ღონისძიება მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობისას, მათ შორის მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. სემინარებში, რომლებიც ქუთაისშიც გაიმართება, საქართველოს მასშტაბით მოდულური პროგრამების განხორციელებაში ჩართული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას.

2019 წლისათვის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოდულური პროგრამებით უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, ცენტრი ინტენსიურად ახორციელებს ავტორიზებულ დაწესებულებათა და სხვა დაინტერესებული პირების კონსულტირებას.
აღნიშნულ სემინარს ესწრებოდა წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარინე გვრიტიშვილი.