აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენელი დაესწრო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ შეხვედრას პროფესიულ სასწავლებლებთან

ახალი პროფესიების შეძენის შანსი და დასაქმების შესაძლებლობები სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.

ივნისიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში იმ პირების რეგისტრაცია დაიწყება, რომელთაც ახალი პროფესიის შეძენა, ან თავისივე პროფესიაში გადამზადება სურთ.

სახელმწიფო ვაუჩერულად დააფინანსებს მათ 2-4 თვიან სწავლებას პროფესიულ კოლეჯებში. სამუშაოს მაძიებლებს და არა მარტო მათ, შესაძლებლობა ექნებათ შრომის ბაზარზე მოთხოვნად 98 პროფესიაში გადამზადნენ.

რამდენად მზად არიან კერძო თუ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები პროგრამაში ჩასართავად – ამ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე სააგენტოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა.

მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვის სურვილი 50-ზე მეტმა სასწავლებელმა გამოთქვა. პროგრამის ბიუჯეტი წელს 2 მლნ 14 ათასი ლარია და სააგენტო გეგმავს, წლის ბოლომდე მსურველების 2 ნაკადი დააკმაყოფილოს.